წიგნი XXXII, შარლოტა ბრონტე - ჯეინ ეარი

"ყველაზე რომანული რომანი"
"ყველაზე რომანული რომანი"ირლანდიიდან ინგლისში გადმოხვეწილ ანგლიკანური ეკლესიის მღვდელ პატრიკ ბრონტესა და მის ცოლს, მარიას უნდა ეთქვათ, შვილები ჩვენ გაგვიზრდია თუ გაგვიზრდიაო!ირონია და ხუმრობა იქით იყოს და მათი ექვსი შვილიდან (ხუთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდათ) ოთხი საქვეყნოდ ცნობილი მწერალი გახდა და ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ორი უფროსი გოგონაც არ იქნებოდა მათზე ნაკლები, რომ დასცლოდათ. მით უმეტეს, რომ როდესაც შარლოტა მამამ იმ სკოლაში მიიყYვანა, სადაც უფროსი დები უკვე წარჩინებით სწავლობდნენ, მასწავლებელს მესამე დის შესახებ ჩაუწერია მის პირად საქმეში: "შარლოტა ბრონტე. მივიღეთ 1824 წლის 10 აგვისტოს. წერს გაუგებრად. ცოტა თვლაც იცის. კარგად კერავს. არაფერი იცის გეოგრაფიის, გრამატიკის, ისტორიის ან ეტიკეტის შესახებ".

თუმცა, მთლად ისეთი "სულელიც" არ უნდა ყოფილიყო გოგონა, როგორც მისი მასწავლებელი წერდა, რადგან იმ სკოლაში, რომელიც კოვან-ბრიჯში მდებარეობდა და შეღავათიან ფასში ასწავლიდნენ სასულიერო პირების ქალიშვილებს, მან მხოლოდ ერთი წელი დაყო და ამის მიუხედავად, ისე კარგად დაამახსოვრდა, იმდენი ნიუანსი ჩაიბეჭდა ბავშვის გონებაში, რომ შემდეგ ძალიან შთამბეჭდავად აღწერა, როდესაც ლოვუდის პანსიონის პროტოტიპად გამოიყენა "ჯეინ ეარში".
ამ დროს შარლოტა მხოლოდ 9 წლისა იყო (ის 1816 წელს დაიბადა), ხოლო მისი დები მასზე ერთი და ორი წლით უფროსები. მამამ ორივე სახლში დააბრუნა, რადგან იქაურმა ჰავამ დააავადა ისინი, თუმცა დანარჩენი სამი ჯერ კიდევ სკოლაში იყო.

დანტე ალიგიერი - ”ღვთაებრივი კომედია”


ყველა დროის უდიდესი ლტოლვილი
ყველა დროის უდიდესი ლტოლვილიჩვენი პროექტის ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") დასაწყისიდან ბოლომდე, დარწმუნებელი ვარ, დღეს ყველაზე რთული ამოცანა მაქვს. არა იმიტომ, რომ დანტესა და მის "ღვთაებრივ კომედიაზე" მსჯელობა ძნელია, პირიქით, საათობით შეიძლება საუბარი და შესაბამისად, ბევრის დაწერაც, მაგრამ ამ ნახევარ გვერდში... თანაც ჩემს წერილებს ხომ საპრეზენტაციო ჰქვია, ანუ წარსადგენი, თუ გნებავთ, "სარეკლამოც" ვუწოდოთ. ჰოდა, დანტეს "რეკლამირება" მკითხველისათვის, სიძნელეზე რომ არაფერი ვთქვათ, ცოტა უხერხულიც მგონია.

მეორე მხრივ, ადვილი შესასრულებელიც არის ჩემი დღევანდელი ფუნქცია - მკითხველი საზოგადოებისთვის დანტეს სახელი ისედაც ცნობილია, ვისაც არ წაუკითხავს, ისიც დარწმუნებულია, რომ ამ წიგნებიდან თუკი რომელიმე უნდა შეიძინოს, ერთ-ერთი უპირველესი "ღვთაებრივი კომედიაა", მე კი შემიძლია ჩვენთვის გამოყოფილი მცირე ადგილი დანტეს ბობოქარ ბიოგრაფიასა და XIII-XIV საუკუნეების ფლორენციისა თუ საზოგადოდ, იტალიის ცხოვრებას დავუთმო.

ასეც მოვიქცევი... თუმცა, მანამდე ერთი შეცდომა უნდა გავასწორო: "ვისაც არ წაუკითხავს"-მეთქი, ვთქვი და იქვე უნდა დამემატებინა, რომ "ღვთაებრივ კომედიაზე", ჩემი აზრით, არ შეიძლება ვთქვათ "წაკითხული მაქვს". უფრო სწორი იქნება: "ვკითხულობ" ან "ვკითხულობ ხოლმე", რადგან ეს არ არის ის წიგნი, რომელსაც "50 წიგნის" შემდეგი ტომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში "გადააბულბულებ", "წაკითხულ წიგნთა" წარმოსახვით სიაში შეიტან (თუმცა ზოგი წარმოსახვით კი არა, თურმე მართლა წერს ამ სიას, რამდენიმე ასეთი მკითხველი გამოგვეხმაურა და დიდად გაგვაკვირვა. ისე, რატომ არის ცუდი, კაცმა რომ თქვას?) და თაროზე შემოდებ.
ამ მხრივ დანტეს ეს გენიალური ნაწარმოები, ალბათ, შეგვიძლია "ვეფხისტყაოსანს", "დონ კიხოტს" ან კიდევ ერთ-ორ შედევრს შევადაროთ.

საკმაოდ პატარა გახლდით, როცა "ღვთაებრივი კომედია" წავიკითხე და თავიდანვე მივხვდი, რომ "სხვაგან მოვხვდი", მაგრამ "დამშლელი" არ გამოჩნდა არავინ და ჯიუტად გავედი ბოლომდე... საერთოდ არა მგონია ცუდი, როდესაც ასაკისთვის "შეუფერებელ", "დიდების" წიგნებს კითხულობენ ხოლმე მოზარდები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, ჯობს, არა მხოლოდ ჯოჯოხეთისა და სალხინებლის, არამედ სამოთხის "მონახულებაც" მომავლისთვის გადადონ თინეიჯერებმა.
მაშ, ასე: 1265 წელს ფლორენციაში არც ისე მდიდარი, მაგრამ არც უპოვარი მოქალაქის ოჯახში მომავალი დიდი პოეტი დაიბადა.

მისი პაპისპაპა კონრად III-ის ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე ყოფილა და "პატიოსნად შეეწირა" კიდეც მუსლიმანებს მაცხოვრის საფლავის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს რაინდი (მას კაჩაგვიდა რქმევია) დაქორწინებული ყოფილა ლომბარდიელი არისტოკრატების, ალდიგიერი და ფონტანას ოჯახის ქალზე და სწორედ ეს "ალდიგიერი" ტრანსფორმირდა შემდეგ მათი შთამომავლების გვარად.
პოეტის პაპა - ბელიჩონე ალიგიერი მშობლიური ქალაქიდან გაძევებული ყოფილა გველფებისა და გიბელინების პარტიათა შორის ამ უკანასკნელთა დამარცხების შემდეგ. მხოლოდ 1266 წელს დაბრუნდა თავის ქალაქში, როდესაც კვლავ მისი დასი მოვიდა ქალაქის სათავეში და შინ დაბრუნებულს ერთი წლის შვილიშვილი დახვდა (მისი ვაჟი, მომავალი პოეტის მამა, პოლიტიკაში არ ერეოდა და წყნარად ცხოვრობდა ფლორენციაში, სამაგიეროდ, ეტყობა, შვილიშვილი "თავის ჭკუაზე გადაიყვანა" პაპამ და დანტემაც მისი ბედი გაიზიარა).

აქვე მოკლედ ვთქვათ გველფებსა და გიბელინებზე: გველფების პარტია გერმანიის იმპერატორების მმართველობის წინააღმდეგი იყო და ფლორენციის პაპის მმართველობისთვის დამორჩილებას ემხრობოდა. ამ პარტიის მომხრეები ქალაქის წვრილფეხობა, ვაჭრები და ხელოსნები იყვნენ; არისტოკრატია კი, მათ შორის - ალიგიერის ოჯახი "გაგანია" გიბელინები იყვნენ და დანტემაც ბოლომდე უერთგულა ოჯახში დამკვიდრებულ პოლიტიკურ შეხედულებებს, იმის მიუხედავად, რომ ამან ერთიანად აურია ცხოვრება და სამუდამოდაც დააშორა მშობლიურ ქალაქს.
მისი ბავშვობა ისეთივე იყო, როგორიც სხვა ფლორენციელი არისტოკრატებისა - ოჯახი განსაკუთრებული სიმდიდრით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბიჭისათვის საუკეთესო განათლების მიცემა მაინც შეძლო: ანტიკური და შუა საუკუნეების ლიტერატურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, ფილოსოფია...
თუმცა მხოლოდ სწავლას "არ სჯერდებოდა": ცხრა წლისა იყო, როდესაც პირველად ნახა რვა წლის ბეატრიჩე პორტინარი, მეზობლის გოგონა, და ის სამუდამოდ იქცა მისთვის მთავარ მუზადაც და მთელი ცხოვრების ერთადერთ ნამდვილ სიყვარულადაც, იმის მიუხედავად, რომ ცოლიც შეირთო მომავალში. ისე კი, ყველამ, და უპირველესად თვით მისმა ცოლმა ჯემა დონატიმ, იცოდა, რომ ეს "პოლიტიკური ქორწინება" იყო. მართლაც, ეს ქალი დანტეს არც ერთხელ არ ჰყავს ნახსენები თავის ნაწარმოებებში.
18 წლისა იყო, როდესაც კვლავ შეხვდა ბეატრიჩეს და კვლავ აღფრთოვანდა მისით, მაგრამ ის უკვე გათხოვილი ქალი იყო და "მხოლოდ" მის მუზად დარჩა სამუდამოდ.

სხვათა შორის, დანტე მხოლოდ მას შემდეგ დაქორწინდა, რაც ბეატრიჩე გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა, 1290 წელს.
20 წლისა აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში, უფრო სწორად, ქალაქის მართვაში: ფლორენციაში იყო "ასთა საბჭო" და ამ რჩეულ ასეულში ჯერ კიდევ ჭაბუკი ალიგიერი რამდენჯერმე იხმეს.
1300 წელს ის ელჩის რანგში გაემგზავრა სან-ჯიმინიანოში, რათა იქაური მოქალაქეები დაერწმუნებინა, რომ ფლორენციას მიმხრობოდნენ და ერთად ებრძოლათ რომის პაპის ბონიფაცი VII-ის წინააღმდეგ. ერთი წლის შემდეგ კი იმავე რომის პაპთან მოუხდა ელჩად ჩასვლა, როდესაც ფლორენციას პრინცი კარლოს ვალუა დაესხა თავს.

აპენინებზე მიმოფანტული ქალაქ-სახელმწიფოების ჩახლართულ ისტორიას ვერ გავყვებით, ამის დრო არ არის, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ როდესაც 1301 წლის 1 ნოემბერს ხელისუფლებაში ვალუას მოსვლის შედეგად ფლორენციაში ისევ გველფების პარტია გაბატონდა (დანტე ზუსტად ამ დროს ელჩობდა რომში), მისი თანაპარტიელები რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ, ხოლო დანტე დაუსწრებლად გაასამართლეს და ფლორენციიდან გაძევება მიუსაჯეს შეთითხნილი ბრალდებით - მექრთამეობა დასწამეს. მას შემდეგ აღარასოდეს უხილავს მშობლიური ქალაქი, სამუდამოდ ლტოლვილად დარჩა.
თავიდან ვერონის მმართველმა შეიფარა, ცოლი კი ფლორენციაში დარჩა - სახლსა და შვილებს მივხედავო. თუმცა, არც მოგვიანებით, როდესაც დანტე რავენაში დამკვიდრდა და უკვე წამოზრდილი შვილები მის გვერდით ცხოვრობდნენ (ორი ვაჟი, უკვე პოეტები, და ქალიშვილი, რომელსაც, რა გასაკვირია და, ბეატრიჩე ერქვა), ჩასულა ქმარ-შვილთან და მართალიც იყო - დანტე ალიგიერი სამუდამოდ სიყრმის სიყვარულის ერთგული იყო.

მხოლოდ ერთხელ, 1310 წელს, კვლავ მიეცა შინ დაბრუნების იმედი, როდესაც ჰენრიხ VII შეიჭრა იტალიაში. მაშინ თანაქალაქელებს ვრცელი წერილი მისწერა ასეთი სათაურით: "ფლორენციელი დანტე ალიგიერი, უსამართლოდ გაძევებული, უვარგის ფლორენციელებს, რომლებიც ქალაქში დარჩნენ!", მაგრამ სამწლიანი ომის შემდეგ, ჰენრიხ VII მოულოდნელად გარდაიცვალა და მასთან ერთად დანტეს ოცნებაც შინ დაბრუნებაზე.
რავენაშიც "არ მოიშალა" პოლიტიკოსობა და ელჩობა - ამ ქალაქის მმართველის გვიდო და პოლენტას წარგზავნილი იყო. სწორედ ერთ-ერთი ელჩობის შემდეგ, ვენეციიდან მომავალს მალარია შეეყარა და გზაშივე გარდაიცვალა.
ეს 1321 წელს მოხდა, როდესაც "ღვთაებრივი კომედია" სულ ცოტა ხნის დასრულებული ჰქონდა.

"50 წიგნის" ძველი ტომები 7 ლარად 12 ლარის ნაცვლად!



ძვირფასო მეგობრებო, პროექტ "50 წიგნის" ფარგლებში უკვე გამოიცა 30 ტომი. წინ კიდევ 20 არაჩვეულებრივი ნაწარმოები გველის!

პროექტის არსებობის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვკონტაქტობთ თქვენთან, რათა შევისწავლოთ თქვენი სურვილები და მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, ჩვენს თვალს არ გამორჩენია ის შემთხვევები, როდესაც მკითხველი გვიან შემოუერთდა ჩვენს პროექტს ან ვერ მოასწრო სასურველი ტომის შეძენა აქციის ფარგლებში, თუმცა სურვილი აქვს სრულად შეიძინოს სერიის წიგნები. მათი დიდ ნაწილს ჩვენი პროექტის Facebook გვერდზე არაერთხელ დაუსვამს შეკითხვა, არის თუ არა შესაძლებელი, "50 წიგნის" სერიის ძველი ტომების შეძენა შეღავათიან ფასად (მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სერიის წიგნები, გამოცემიდან მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში, აქციის ფასად - 7 ლარად გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება; შემდეგ მათი შეძენა წიგნის მაღაზიებში 12 ლარად არის შესაძლებელი).


გვინდა გაცნობოთ, რომ არსებობს სერიის წიგნების შეძენის შეღავათიანი შეთავაზება!

ამისათვის გირჩევთ ისარგებლოთ პრესისა და წიგნების გავრცელების სააგენტოს elva.ge-ს სერვისით.


გამოიწერეთ მინიმუმ 3 თვით გაზეთი "კვირის პალიტრა" და "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" და უკვე გამოსული წიგნები შეიძინეთ 7 ლარად (როგორც შერჩევით, ასევე ყველა ერთად).

ამასთან, გამოწერის შემთხვევაში elva.ge ყოველ ახალ ტომს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე, სახლში 8 ლარად მოგიტანთ!

წიგნი 23 • ჯორჯ ორუელი ► 1984

გამომცელობა ”პალიტრა L” და გაზეთი ”კვირის პალიტრა” წარმოგიდგენთ 23-ე წიგნს ორმოცდაათეულიდან - ჯორჯ ორუელის ”1984” 50 წიგნი: ჯორჯ ორუელის ”1984”

წიგნი ღირსებაზე, სისასტიკესა და სიყვარულზე!



წიგნი ღირსებაზე, სისასტიკესა და სიყვარულზეროდესაც მარიო პიუზოს "ნათლიამ" იმდენი მკითხველის ხმა მოაგროვა, რომ "50 წიგნის" პროექტით მისი დაბეჭდვა გადაწყდა, სულაც არ მესიამოვნა - რა დასამალია და, მე არ მიმიცია ხმა და მგონი, 50 კი არა, "150 წიგნის პროექტი" რომ ყოფილიყო, არც მაშინ დავასახელებდი ჩემს რჩეულთა შორის;ახლაც, როდესაც რამდენიმე დღის წინ სარედაქციო დავალებად მორიგი საპრეზენტაციო წერილის დაწერა მივიღე, ძალიან ვეცადე, რომ ჩემი კოლეგისთვის გადამებარებინა ეს დავალება, ტყუილიც ვთქვი, წაკითხული არა მაქვს-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არაფერი გამომივიდა.

არადა, წაკითხული მქონდა, თანაც 90-იანი წლების დასაწყისში, - მაშინ, როდესაც ჩვენში არც საავტორო უფლებები არსებობდა, არც ნორმალური მთარგმნელი და არც სტამბა (ყოველ შემთხვევაში, ასეთი წიგნებისთვის) - ქუჩაში ვიყიდე ქსეროქსზე გადაღებული ფურცლებისგან აკინძული, აშკარად რუსულიდან თარგმნილი (თუმცა, არც მთარგმნელის ვინაობა იყო მითითებული და არც ის, თუ რომელი ენიდან იყო თარგმნილი) და მთლად უარესი - სათაურად "ნათლიას" მაგივრად "ნათლიმამა" ეწერა, მაშინდელ არალეგალურ ვიდეოსალონებში გავრცელებული სათაური.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაშინ მხოლოდ იმიტომ წავიკითხე ბოლომდე, რომ "მავნე ჩვევა" მაქვს, - როგორიც უნდა აღმოჩნდეს, კითხვის შუა გზაზე მიტოვება არ მიყვარს.

რა თქმა უნდა, სულაც არ ვიწონებ იმით თავს, რომ ჩემი, როგორც "მაღალი დონის" მკითხველის გემოვნება არ დააკმაყოფილა-მეთქი. უბრალოდ ან მართლაც საშინელი თარგმანის ბრალი იყო, ან კიდევ იმისი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმის ლიტერატურული პირველწყარო მინდოდა, უკეთესი ყოფილიყო.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ხელმეორედ გადავიკითხე, გადავიკითხე კი არა, მაინც მთლიანად წაკითხვა გამოვიდა, რადგან ათასჯერ ნანახ-გაგონილმა სიუჟეტმა მაინც ისე ჩამითრია, რომ როგორც ჩვენ, მკითხველები ვიტყვით ხოლმე, "გემრიელად ჩავუჯექი".

ჰოდა, გულწრფელად უნდა გითხრათ: ცხადია, ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი ჩემთვის ისევ იმ იშვიათ კინონაწარმოებად რჩება, რომელიც ლიტერატურულ პირველწყაროს ჯობს, მაგრამ ეს მხოლოდ თავად ამ ფილმის გენიალურობის "ბრალია", ხოლო მარიო პიუზოს რომანი კი "გაგიკვირდებათ" და, მართლაც კარგი წიგნი "აღმოჩნდა"!

პირველი ოცეული და შტეფან ცვაიგი

"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ 
ცოცხალი ხარ"უკვე ნებისმიერმა ქართველმა იცის. 
ვისაც როგორ შეუძლია, ჩართულია პროექტში და 
სასურველ წიგნებს აძლევს ხმას. დრო და დრო, 
ზოგიერთ ჟურნალსა თუ ინტერნეტ საიტების 
გვერდებზე ეწყობა პროექტის წიგნების შესახებ 
მიმოხილვები. პროცესით დაინტერესებულია 
საზოგადოება და ეს კარგია.


ქართველმა მკითხველმა მე–20 ნომრად 
 შტეფან ცვაიგისისტორიული რომანი  
"მარიამ სტიუარტი" შეაჩერა. 
შესაბამისად, პირველი ოცეული დასრულდა. გაიხსენეთ 
პროექტისთვის დაწერილი ბლოგერების პოსტები და ა
სევე თვალი გადაავლეთ ოცეულს:

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები: